Scan barcode
A review by michinio
Характер физических законов by Richard P. Feynman
4.0
"სამეცნიერო პოპულარული"-დან მეცნიერება აქ უფრო მეტია, ვიდრე პოპი :) მეგონა უფრო ემსგავსებოდა სხვა მეცნიერების წიგნებს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით სათაური ზუსტად ასახავს შინაარსს - ეს არის ლექციების სერია ზუსტად ფიზიკური კანონების ხასიათზე. ანუ, თუ საგანის "კოსმოსში" მარტო კოსმოსი არაა და ჰოკინგის "დროს მოკლე ისტორიაში" საკმაოდ ცოტა ისტორიაა, აქ ზუსტად ისაა რაც სათაურში. ოღონდ აქცენტი ამ ლექციებში უფრო მეცნიერების ფილოსოფიაზეა და არა იმდენად თვითონ ფიზიკურ კანონებზე. ფეიმანის ასე სრული წიგნი აქამდე არ მქონდა წაკითხული და დავრწმუნდი რომ წასაკითხია კიდე სხვა რამეებიც, ძალიან ჭკვიანი, მაგარი და საყვარელი ადამიანი ჩანს ❤️